მოგესალმებათ ქ.რუსთავის ჟიული შარტავას სახ. N4 სკოლის დაწყებითი კლასების წამყვანი პედაგოგი ხათუნა ყოჩაშვილი!

ხელოვნება


ნორჩ ხელოვანთა საშობაო გამოფენა


მოახლოებულია შობა-ახალი წლის ულამაზესი დღესასწაული, თუმცა ძველებურად ვეღარ ბრჭყვიალებს და მხიარულობს. ირგვლივ ბევრი მშიერი , შეციებული და ავადმყოფი ბავშვია. ამიტომაც ჩვენ,  ქალაქ რუსთავის N4 საჯარო სკოლის მე-2ე კლასის მშობლებმა , ბავშვებმა და მასწავლებლებმა თქვენი დახმარებით მცირედით მაინც გავულამაზოთ მათ ახალი წლის დღეები. ჩემმა პატარებმა საკუთარი ხელით შექმნეს ულამაზესი სურათები და თუ თქვენ შეიძენთ, ამით რამდენიმე ბავშვს საჭმლის და  წამლის  ფულს გაუჩენთ!

💗💗სიკეთე გადამდებია!💗💗


გალერია

Powered by emaze



დედის დღე და გაზაფხული ერთად მომილოცია!




ბავშვები ხშირად ქმნიან ხელნაკეთ ნივთებს , რათა დედებს საჩუქარი მიართვან. ვფიქრობ ორიგინალური საჩუქარი არაა ადვილი მოსაფიქრებელი. ამიტომ გადავწყვიტე ჩვენი თანამშრომლობის მესამე წელს ბავშვებს ბუნებრივ თიხაზე ემუშავათ. მათ დაამზადეს გულები. ვფიქრობ დედებს ძალიან გაახარებთ პატარების საჩუქრები.



პროფილი



როცა ბავსები ხატავენ და ირებენ სიამოვნებას, ეს ყველაზე დიდი წარატებაა მასწავლებლისთვის.


































ნორჩი არქიტექტორები
ვაგრძელებთ მუშაობას პროექტ " ყინულის დედოფლის" ფარგლებში.ამჯერად ერთი ტვის განმავლობაშ ვიმუშავეთ სახლის კონსტრუქციაზე. მოსწავლეებს უნდა აერჩიათ ამ ზღაპრიდან გმირები , რომელთა სახლებსაც ააშენებდნენ.

პორტრეტი



















თოვლის დედოფალი
ყველაფერი, რასაც მასწავლებელი თავისი მოსწვლეების გასავითარებლად გამოიყენებს რესურსია. ამიტომაც მინდა შემოგთავაზოთ ჩემი სპექტაკლი "თოვლის დედოფალი". მის დასადგმელად ბევრი რამ დამჭირდა: წიგნები, სურათები, ვიდეოები, გიფ-ები, მუსიკები. გთავაზობთ მასალებს, რომლებიც ამ პროექტის წარმატებულად განსახორციელებლად შევქმენი



სლაიდშოუ სპექტაკლისთვის https://drive.google.com/open?id=1qh65nsIDNQiI_N38Bfb-gN_87BjKlDv-

მუსიკალური გაფორმება  სპექტაკლისთვის  https://drive.google.com/open?id=1uELJ548pOqoUXPE1Ns84QT4WnT8S3PlJ

სცენარი სპექტაკლისთვის

2 comments:

  1. საუკეთესო პედაგოგი ხარ ხათუნა.

    ReplyDelete
  2. საინტერესოა. წარმატებებს გისურვებ. ჩემთვისაც აღმოვაჩინე სიახლე - ელ/პლატფორმა emaze.com-ის სახით. მეც მადლობა.

    ReplyDelete